ENG GEO
ლიცენზიები/ნებართვები  ზოგადი ინფორმაცია

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია წარმოადგენს მარეგულირებელი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მინიჭებულ უფლებას, განუსაზღვრელი ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით.

ნებართვა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მინიჭებულ უფლებას, ერთჯერადი ან/და მრავალჯერადი ქმედებისათვის გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კანონით დადგენილი პირობების დაცვით.
 
ლიცენზია გაიცემა უვადოდ, ხოლო ნებართვა - ერთი წლით, ერთჯერადად ან/და მრავალჯერადად კონკრეტული ოპერაციის განხორციელების ვადით.

ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი, რომელიც აპირებს განახორციელოს ბირთვული და რადიაციული საქმიანობა, ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს განცხადება თანდართულ საბუთებთან ერთად ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მოთხოვნის მიზნით, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონებით: „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;. წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის/ნებართვის გაცემის ან მათზე უარის თქმის შესახებ.
 
ლიცენზიის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
 
 
საქართველოს კანონისლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (თავი III, მე-9 მუხლის) თანახმად:

1. განცხადება (სადაც მითითებული იქნება საქმიანობის ლიცენზიის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი, ასევე თანდართული საბუთების ნუსხა გვერდების რაოდენობის მითითებით);
2. კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ი/მ-ისთვის სახემწიფო რეესტრიდან ამონაწერები;
3.  სალიცენზიო მოსაკრებელის გადახადის დამადასტურებელი საბუთი.
 
საქართველოს კანონიბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” (თავი IV; მუხლი 17) თანახმად:

4. მონაცემები (საქმიანობის კონკრეტული სახეობის აღწერა, მონაცემები მაიონებელი გამოსხივების წყაროს და მისი განლაგების ადგილის შესახებ, ინფორმაცია რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის, წარმოქმნილი ნარჩენებისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მათთან მოპყრობის თაობაზე);
5. რადიაციული დაცვის პროგრამა, რომელშიც წყაროს კატეგორიის, შესაძლო რისკის, ასევე საქმიანობის სახეობის გათვალისწინებით, განსაზღვრულია რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების დაცვის პირობები და მეთოდები, დანადგარის ან/და წყაროს ტექნიკური მონაცემები, ასევე ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) უზრუნველყოფის პირობები;
6. მუშაკთა სია და მათი კვალიფიკაციის და პროფესიული ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტები;
7. მუშაკთა  სამედიცინო შემოწმების მონაცემები;

დამატებითი დოკუმენტები კერძო შემთხვევებისას:

ა) რადიოაქტიური წყაროების საქართველოში შემოტანისას:

8. რადიოაქტიური წყაროების საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის გეგმა-გრაფიკი;
 
ბ) უცხოური კომპანიის საქართველოში საქმიანობისას:

9. საქართველოს ტერიტორიაზე კონკრეტული საქმიანობის განხორციელების თაობაზე ხელშეკრულების ან პროექტის ასლი;
10. კომპანიის საგარანტიო წერილი შემოტანილი რადიოაქტიური წყაროების სამუშაოს დამთავრების შემდეგ გატანის თაობაზე, გატანის ვადის მითითებით.

მაღალი რადიაციული რისკის მქონე საქმიანობის ლიცენზირების შემთხვევაში რადიაციული დაცვის პროგრამის ნაცვლად წარმოდგენილი უნდა იქნეს ბირთვული და რადიაციული უსფრთხოების შეფასება, რომელიც მოიცავს რადიაციული დაცვის პროგრამას და დეკომისიის (ან ობიექტის დახურვის, საქმიანობის სახეობიდან გამომდინარე) გეგმას.
 
ნებართვის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
 
საქართველოს კანონის “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”(თავი VII, მუხლი 25, პუნქტები 1, 2, 3, 4) თანახმად:
 
1. განცხადება (სადაც მითითებული უნდა იქნეს, თუ ნებართვის  რომელი სახის მიღებას მოითხოვს ნებართვის მაძიებელი და თანდართული საბუთების ნუსხას);
2. კერძო სამართლის იურიდიული პირის და ი/მ სახ. რეესტრიდან ამონაწერი;
3. სანებართვო მოსაკრებელის გადასახადიის დამადასტურებელი საბუთი.
 
ლიცენზირებას და ნებართვას დაქვემდებარებული კონკრეტული საქმიანობის ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს კანონით „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“.