ENG GEO

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა

21.07.2022


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა.

სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა მინისტრს უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები წარუდგინა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მომავალი წლის ბიუჯეტი და სამომავლო გეგმები.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდა.