ENG GEO

განცხადება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლასთან დაკავშირებით

18.09.2020


ახალი კორონა ვირუსის (COVID - 19) გავრცელების პრევენციის მიზნით ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. ოფისში დროებით შეჩერებულია ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მქონე/მაძიებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ონლაინ რეჟიმში შეუძლია ისარგებლოს სააგენტოს ელექტრონული სერვისებით.
 
  • my.gov.ge-ზე დარეგისტრირების ინსტრუქცია:  https://www.my.gov.ge/ka-ge/help/null/137
  • My.gov.ge-ის პორტალზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს საშუალება აქვს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის აღების, გაუქმების, ცვლილების, ასევე ლიცენზიის ფარგლებში საქმიანობის გაფართოებისა და ნებართვის აღების მოთხოვნის შესახებ შექმნას ელექტრონული განაცხადი, გაგზავნოს და პასუხი მიიღოს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში“ მისვლის გარეშე. სერვისის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ იურიდიულ პირს. იურიდიული პირები პორტალზე (My.gov.ge) წარმოდგენილი იქნებიან დირექტორების ან/და სხვა უფლებამოსილი ფიზიკური პირების სახით. ფიზიკური პირ(ებ)ისთვის სერვისით სარგებლობის უფლების მინიჭება შესაძლებელი იქნება იურიდიული პირის დირექტორის მიერ პორტალზე შიდა მინდობილობის გაცემით. იხილეთ ინსტრუქცია: https://www.my.gov.ge/ka-ge/help/13/81
  • ინსტრუქცია ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ფარგლებში ნებართვის აღების მოთხოვნის შესახებ ელექტრონული განაცხადის ასატვირთად: https://www.my.gov.ge/ka-ge/help/13/84

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ავტორიზაციის სამსახურის უფროსს ქალბატონ დალი ჭიჭინაძეს ტელეფონის ნომერზე: +995 591 20 21 03.