ENG GEO

განცხადება

07.04.2019


ბირთვული და რადიაციული ლიცენზიის მფლობელთა საყურადღებოდ!
  • ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელებ ივალდებული არიან 2019 წლის პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარუდგინონ 2018 წლის ანგარიში სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება იმ ორგანიზაციებზე, რომელთაც ლიცენზია მიღებული აქვთ 2018 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ.
ანგარიშის წარდგენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ბიზნეს პორტალის საშუალებით, შემდეგი ბმულიდან:
ანგარიშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 592-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად გათვალისწინებულია 400 ლარიანი ჯარიმა.
  • 2018 წლის 5 სექტემბრიდან შეიცვალა მოქალაქის პორტალზე   იურიდიული პირების რეგისტრაციისა და ავტორიზაციის წესი (ინსტრუქციის იხილეთ თანდართული ფაილის სახით.).
  • 2018 წლის პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“. აღნიშნული კანონის მოთხოვნების შესაბამისად My.gov.ge-დან თქვენი სერვისების განაცხადები ხელმოწერილი უნდა იყოსელექტრონული ხელმოწერით.
იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ ელექტრონულ დოკუმენტს გაუკეთოთ ელექტრონული ხელმოწერა საჭიროა:
1. იქონიოთ ბარათის წამკითხველი ((Card Reader) შეძენა შეგიძლიათ იუსტიციის სახლში, ღირებულება - 10 ლარი);
2. იქონიოთ პირადობის მოწმობა (ID ბარათი);
3. ID ბარათის საიდენტიფიკაციო PIN კოდები ((PIN1; PIN2; PIN3); აღნიშნულ კოდებს მოქალაქეს აძლევენ ID ბარათის აღების მომენტში, დაკარგვის შემთხვევაში შეგიძლიათ აღადგინოთ იუსტიციის სახლში);
4.  ID ბარათში უნდა იყოს ვალიდური სერტიფიკატი (სერტიფიკატს აქვს 2 წლიანი ვადა, ანუ თუ ვადა გასულია საჭიროა მისი გაგრძელება. სერტიფიკატის ვადის გაგრძელება შეგიძლიათ იუსტიციის სახლში, ღირებულება - 10 ლარი);
5. დააინსტალირეთ ID Card პროგრამა (პროგრამა განთავსებულია id.ge მისამართზე).

ggg.jpg
  • სერვისით სარგებლობა შეუძლიათ ბიზნეს პორტალზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. საწყის ეტაპზე სერვისი ჩანს ორგანიზაციის დირექტორთან, ხოლო მას შემდეგ რაც დირექტორი ჩაურთავს უფლებას სასურველ თანამშრომელს (თანამშრომელსაც უნდა ჰქონდეს ზემოთ მითითებული ხუთივე პუნქტი), სერვისი ხელმისაწვდომი ხდება მისთვისაც. თანამშრომლის მიერ სერვისის გამოყენებისას თანდართულ დოკუმენტებს ემატება მინდობილობის დოკუმენტი, რომელიც სისტემაში გენერირდება თანამშრომელზე უფლების დელეგირებისას.