რადიოაქტიური ნარჩენების მართვის შესახებ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა
05.12.2018
2018 წლის 3 დეკემბერს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა თემაზე „რადიოაქტიური ნარჩენებისა და გამოყენებული საწვავის პასუხისმგებლიანი და უსაფრთხო მართვა“.
5-დღიანი შეხვედრა იმართება ქ. თბილისში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ორგანიზებით. მასში მონაწილეობას იღებენ აესს-ის ექსპერტები, სააგენტოს თანამშრომლები და სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნება რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის ტექნოლოგიები, მათი საბოლოო განთავსების გზები, ბირთვული ინსტალაციების დეკომისიისა და გამოყენებული საწვავის მოპყრობის შესაძლო საშუალებები. შეხვედრის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის მაგალითების გამოყენებით, გამოცდილების გაზიარება რადიოაქტიურ ნარჩენებთან და ბირთვულ საწვავთან მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით.