ანგარიშის წარდგენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ბიზნეს პორტალის საშუალებით, შემდეგი ბმულიდან:
ანგარიშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 592-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად გათვალისწინებულია 400 ლარიანი ჯარიმა.
იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ ელექტრონულ დოკუმენტს გაუკეთოთ ელექტრონული ხელმოწერა საჭიროა:
1. იქონიოთ ბარათის წამკითხველი ((Card Reader) შეძენა შეგიძლიათ იუსტიციის სახლში, ღირებულება - 10 ლარი);
2. იქონიოთ პირადობის მოწმობა (ID ბარათი);
3. ID ბარათის
საიდენტიფიკაციო PIN კოდები ((PIN1; PIN2; PIN3); აღნიშნულ კოდებს მოქალაქეს აძლევენ ID ბარათის აღების მომენტში, დაკარგვის შემთხვევაში შეგიძლიათ აღადგინოთ იუსტიციის სახლში);
4. ID ბარათში უნდა იყოს ვალიდური სერტიფიკატი (სერტიფიკატს აქვს 2 წლიანი ვადა, ანუ თუ ვადა გასულია საჭიროა მისი გაგრძელება. სერტიფიკატის ვადის გაგრძელება შეგიძლიათ იუსტიციის სახლში, ღირებულება - 10 ლარი);
5. დააინსტალირეთ ID Card პროგრამა (პროგრამა განთავსებულია id.ge მისამართზე).
