ENG GEO

ურთიერთგაგების მემორანდუმი ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციასა და სააგენტოს შორის

16.12.2016


2016 წლის 14-16 დეკემბერს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ბირთული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცალური ვიზიტით ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია ბატონი ჯეკ რამსეის (აშშ ბირთვული მარეგულირებელი კომისიის, საერაშორისო პროგრამების ოფისის მთავარი მრჩეველი), სერგეი კაცენელენბოგენის  (AdSTM, LtD - აშშ ბირთვული მარეგულირებელი კომისიის კონტრაქტორი და ფირმის ვიცე-პრეზიდენტი) და პიტერ კოჰატის  (ბრუკჰეივენის ნაციონალური ლაბორატორიის სამეცნიერო მკვლევარი) შემადგენლობით.

გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებსა და სამომავლო პროექტებზე იმსჯელეს.

2016 წლის 16 დეკემბერს ბირთული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და დელეგაციის წევრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ეხება სააგენტოსათვის  განკუთვნილი 385 კვ.მ საოფისე ფართის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყება და რამდენიმე თვეში დასრულდება.

ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, რომელიც გაეცნო სამომავლო გეგემებსა და დასახულ ღონისძიებებს.

აღსანიშნავია რომ აღნიშნული მემორანდუმს ხელი მოეწერა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ამერიკის ბირთულ მარეგულირებელ კომისიას შორის 2016 წლის 31 მარტს გაფორმებული ურთიერთაგების მემორანდუმის ფარგლებში.

http://www.rsrp-online.org/news/us-nrc-support-renovation-office-space-agency-nuclear-and-radiation-safety-georgia