ENG GEO

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 63-ე გენერალური კონფერენცია

24.09.2019


საქართველოს დელეგაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის, ვასილ გედევანიშვილის ხელმძღვანელობით, ვენაში მიმდინარე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რიგით 63-ე გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობს.

ბატონმა ვასილ გედევანიშვილმა სიტყვით მიმართა გენერალური კონფერენციის მონაწილეებს და ისაუბრა სააგენტოს მნიშვნელობაზე ბირთვული და რადიაციული გაუვრცელებლობის, დაცულობისა და უსაფრთხოების  მიმართულებით. მან დეტალურად მიმოიხილა ბოლო პერიოდში საქართველოს მიერ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები, ხაზი გაუსვა აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში ქვეყნის მიერ საერთაშორისო დონეზე განხორციელებულ ღონისძიებებს.
 
განცხადების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომავალ საფრთხეებზე.
 
გამოსვლის ბოლოს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, მადლობა გადაუხადა პარტნიორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს იმ პროექტების განხორციელებისათვის, რომლებიც ხელს უწყობს მარეგულირებელი ორგანოს გაძლიერებასა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კუთხით ეროვნული სისტემის გაუმჯობესებას.
 
გენერალური კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის ორგანიზებით გაიმართა პარალელური ღონისძიება,
 
63-ე გენერალური კონფერენციაში მონაწილეობას იღებს აესს წევრი სახელმწიფოების მაღალი დონის დელეგაციები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.