გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა.
სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა მინისტრს უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები წარუდგინა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მომავალი წლის ბიუჯეტი და სამომავლო გეგმები.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდა.