ENG GEO
რეაგირება - ზოგადი ინფორმაცია

ბირთვული და რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციები
თანამედროვე, მაღალგანვითარებულ მსოფლიოში   ტექნოგენური ავარიებისა და კატასტროფების შედეგებმა შესაძლებელია  სერიოზული გავლენა იქონიოს   არა მხოლოდ ცალკეული რეგიონების, არამედ მთელი მსოფლიოს სხვა და სხვა  ქვეყნების მოსახლეობასა და გარემოზე.
ბირთვული და რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციები შესაძლებელია გამოწვეული იყოს, როგორც ატომურ სადგურებზე მომხდარი ინციდენტებით, ასევე საქმიანობისას ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყენებისა და უსაფრთხოების პირობების დარღვევის შედეგად.
სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია ბირთვული და რადიოლოგიური ინციდენტები ან ავარიები, რომელთა ზეგავლენა მოსახლეობასა და გარემოზე დამოკიდებულია ინციდენტისა ან ავარიის გამომწვევ მიზეზზე, ხასიათზე, მასშტაბზე, ლოკაციაზე, მეტეოროლოგიურ პირობებზე და სხვა.
ბირთვული და რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მზადყოფნის,   მათზე რეაგირებისა, უარყოფითი შედეგების ლიკვიდაციისა და მათი მინიმუმამდე დაყვანის მიზნით საჭიროა:
  • ეფექტური მარეგულირებელი სისტემის ჩამოყალიბება
  • საკანონმდებლო ბაზის შექმნა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით
  • ბირთვულ და რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების გეგმების შემუშავება და მათი მუდმივი განახლება
  • საფრთხეებისა და რისკების შეფასება და  შედეგების საფუძველზე პრევენციული ღონისძიებების დასახვა
  • ბირთვულ და რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაში მონაწილე კომპეტენტური ორგანოების ურთიერთკოორდინირებული მოქმედება
  • საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ბირთვულ და რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე სწავლებებისა და წვრთნების ჩატარება
  • მოსახლეობის ინფორმირება ბირთვულ და რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციების შედეგების თავიდან აცილების მიზნით.