ENG GEO

ვასილ გედევანიშვილისა და პოლონეთის მარეგულირებელი ორგანოს პრეზიდენტის შეხვედრა

18.12.2018


 
2018 წლის 12 დეკემბერს ქ. ვარშავაში სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი პოლონეთის რესპუბლიკის ატომური ენერგიის ეროვნული სააგენტოს პრეზიდენტს ანდრეი პრჟიბიჩინს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათის იყო და მხარეებმა გამოთქვეს ორი სახელმწიფოს მარეგულირებელ ორგანოებს შორის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა.
შეხვედრა პოლონეთის მარეგულირებელ ორგანოში განხორციელებული სამეცნიერო ვიზიტის ფარგლებში შედგა. სააგენტოს უფროსი, სააგენტოს ავტორიზაციის სამსახურის უფროსთან და იურისტთან ერთად გაეცნო პოლონეთის საუკეთესო გამოცდილებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მარეგულირებელი სისტემის შემსწავლელი ინტეგრირებული (IRRS) მისიის რეკომენდაციების იმპლემენტაციის მიმართულებით.
საქართველომ IRRS მისიას მიმდინარე წლის თებერვალში უმასპინძლა, რის შედეგადაც იგეგმება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.