ENG GEO

ტრენინგი ფიზიკური დაცულობის საკითხების შესახებ

21.07.2018


18 - 20 ივლისს აშშ ენერგეტიკის დეპარტამენტისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა საპილოტე ტრენინგი რადიოაქტიური წყაროების მფლობელი ორგანიზაციებისა და  ფიზიკური დაცულობის განმახორციელებელი პირებისათვის თემაზე : ფიზიკური დაცულობის უზრუნველყოფა“.
ტრენინგზე განიხილეს სხვადასხვა თემა, მათ შორის „რადიოაქტიური წყაროების
ბოროტი განზრახვით გამოყენების შედეგები“, „ფიზიკური დაცულობის სისტემა“, „უსაფრთხოების კულტურა“, „ფიზიკური დაცვის აღჭურვილობა“, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობა.
კურსი შედგებოდა სხვადასხვა თემატური სავარჯიშოებისგან, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოყენებინათ თეორიული მასალა პრაქტიკაში.
ტრენინგის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცათ სერტიფიკატები.
ტრენინგს ესწრებოდნენ PNNL-ის წარმომადგენლები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ლექტორები და კურსის მიმდინარეობა.
ტრენინგ კურსი ჩატარდა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ოფისში. ტრენინგს  ესწრებოდნენ: სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შპს ეის ფორვარდინგის,  შპს სხივური მედიცინის ცენტრი, შპს უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“,ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.