ENG GEO

შეხვედრა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორ იუკია ამანოსთან

22.09.2017


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე და ბირთვული და რადიაციული უსაფთხოების სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურ დირექტორს იუკია ამანოს შეხვდნენ, რომლის ძირითადი მიზანი იყო ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა. ქართულმა მხარემ გენერალურ დირექტორს მადლობა გადაუხადა ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამების ფარგლებში ატომური ენერეგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გაწეული დახმარებისთვის, რაც მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე ექსპერტული ცოდნით მხარდაჭერას. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა წარმოადგენს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს რეფორმირების ძირითად წყაროს. შესაბამისად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოჩენილი ინტერესი, გააფართოვოს ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა 2018-2021 წლებისთვის, დამატებით შესაძლებლობას ქმნის ქვეყნისათვის.
თავის მხრივ, აესს-ს გენერალურმა დირექტორმა საქართველოს დელეგაციას დაუდასტურა საქართველოში მიმდინარე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულების რეფორმირების მხარდაჭერა და ინტერესი გრძელვადიანი თანამშრომლობის მიმართ. საქართველოს დელეგაციას, კონფერენციის ფარგლებში, ასევე, ჩანიშნული აქვს შეხვედრები საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან.