ENG GEO

სასწავლო კურსი “რადიოაქტიური წყაროების ფიზიკური დაცულობის სისტემების ინსპექტირების შესახებ“

18.09.2018


2018 წლის  10-14 სექტემბერს ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტის წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის ნაციონალური ლაბორატორიის (PNNL) და სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ორგანიზებით თბილისში ჩატარდა სასწავლო კურსი “რადიოაქტიური  წყაროების ფიზიკური დაცულობის სისტემების ინსპექტირების შესახებ“.
კურსი განკუთვნილი იყო სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსპექტორებისათვის.
ტრენინგზე განხილული იქნა ბირთვული და რადიაციულ საქმიანობის ინსპექტირება ფიზიკური დაცულობის კონტროლის კუთხით. კერძოდ: ინსპექტირების დაგეგმვა და  მეთოდები, აღჭურვილობა და აღჭურვილობის ტესტირების საკითხები ინსპექტირების პროცესში.
ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ გაკვეთილებს. სასწავლო კურსს უძღვებოდნენ უშუალოდ PNNL-ის წარმომადგენლები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ქართველი ინსპექტორების კვალიფიკაცია. ტრეინინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
აღნიშნული კურსის მეშვეობით საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა აიმაღლეს ცოდნა ფიზიკური დაცულობის კონტროლის მიმართულებით.