ENG GEO

სააგენტოს ულტრა თანამედროვე გამა-სპექტროსკოპი გადმოეცა

08.01.2018


2017 წლის 25 დეკემბერს აშშ ენერგეტიკის დეპარტამენტმა სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს  გადასცა  2 ერთეული ულტრა თანამედროვე  გამა-სპექტროსკოპი RadSeeker CS, რომელიც განკუთვნილია ინსპექტირებისა და ინციდენტებზე რეაგირების დროს რადიონუკლიდების იდენტიფიცირებისა და გამოსხივების დოზის სიმძლავრის  განსაზღვრისათვის. აპარატს გააჩნია Satelite GPS ფუნქცია, რომელიც სააგენტოს დაეხმარება რუკაზე მოინიშნოს რადიოაქტიური წყაროებისა და რადიაციულად კონტამინირებული ტერიტორიების ადგილმდებარეობა, სწრაფად განისაზღვროს შესასწავლი ობიექტის რადიონუკლიდური შემადგენლობა და პერსონალურ კომპიუტერთან დაკავშირების შემდეგ პროგრამულად დაამუშაოს მიღებული შედეგები ზუსტი ანალიზისა და შეფასების მიზნით.