ENG GEO

სააგენტოს უფროსისა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსის ვიზიტი ქალაქ კუალა-ლუმპურში

16.11.2017


2017 წლის 16-20 ოქტომბერს მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში ჩატარდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) მიერ ორგანიზირებული აესს-ის საერთაშორისო პროექტის საკოორდინაციო შეხვედრა, რომელშიც 28  სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა და სააგენტოს რადიოაქტური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ნაბახტიანმა. შეხვედრაზე განიხილეს პროექტის მსვლელობა და გამოყენებიდან ამოღებულ რადიოაქტიურ წყაროებთან მოპყრობის პრობელემები მოცემულ ქვეყნებში. საქართველო წარსდგა ეროვნული მოხსენებით, სადაც წარდგენილი იქნა ქართული გამოცდილება მოცემული მიმართულებით და საქართველოში მიღებული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის 2017-2031 წლების ეროვნული სტრატეგია.  შეხვედარაზე დაისახა მომავალი სამოქმედო გზები გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყაროების სამარხში განსათავსებლად, კერძოდ განხილულ იქნა ჭაბურღილების გამოყენების შესაძლებლობა.