ENG GEO

საქართველოში რადიოაქტიური ნარჩენების მოპყრობის ობიექტების განთავსების ანგარიშის განხილვა

11.03.2019


2019 წლის 6 მარტს ჩატარდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N640 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოაქტიური ნარჩენების მართვის 2017-2031 წლების ეროვნული სტრატეგიის“ იმპლემენტირების მიზნით, ევროკავშირისა და შვედეთის რადიაციული მარეგულირებელი ორგანოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის საჯარო განხილვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სამთავრობო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მარტყოფის თემის წარმომადგენლებმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის და შვედეთის რადიაციული მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები.
შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი.  შეხვედრაზე პრეზენატაცია გააკეთეს  შვედეთის რადიაციული მარეგულირებელი ორგანოს  წარმომადგენლებმა. ანგარიში წარადგინა სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა. შედგა სააკაძის სამარხის ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტის ვიდეო პრეზენტაციაც. აღნიშნული ტერიტორია წარდგენილ იქნა, როგორც რადიოაქტიური ნარჩენების მოპყრობის ობიექტების განთავსების სავარაუდო ადგილმდებარეობა. გაიმართა მსჯელობა მოცემული საკითხის ირგვლივ, რომელიც დადებითად იქნა მიღებული დამსწრები პირების მიერ.