ENG GEO

რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და საცავის ტერიტორიაზე რადიაციული მონიტორინგის სისტემის ინსტალაციის სამუშაოები დაწყებულია

22.11.2017


სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში 2017 წლის 17 ნოემბერს მიიღო BERTHOLD-ის წარმოების რადიაციული მონიტორინგის სისტემა, რომელიც დაინსტალირდება რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და საცავის ტერიტორიაზე.
რადიაციული ფონის მონიტორინგის სისტემა ემსახურება ადამიანისა და გარემოს რადიაციულ უსაფრთხოებას, რომელიც უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებს რადიაციული ფონის და მისი მომატების შემთხვევაში, ავტომატურ რეჟიმში მოგვაწვდის  ინფორმაციას ვიზუალური და ხმოვანი სიგნალის მეშვეობით.
სისტემის ინსტალაციას ახორციელებენ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისა  და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანამშრომლები ერთობლივად, რაც დასრულდება წლის ბოლომდე.