ENG GEO

ქბრბ-ს საბჭოს სხდომა

06.07.2017


 
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ, ევროკავშირის დელეგაციისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა მიმართეს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ხატია ჯიქურიძემ. მან სხდომის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში (2016 წლის მაისი - 2017 წლის მაისი) განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. წარდგენილი ანგარიში დადებითად შეფასდა ჩართული უწყებების წარმომადგენლებისა და მოწვეული სტუმრების მიერ.