ENG GEO

ქ. ჯვარში რადიაციული ფონი ნორმაშია და არ წარმოადგენს საფრთხეს მოსახლეობისა და გარემოსათვის

01.04.2019


2019 წლის 26-27 მარტს, წალენჯიხის რაიონის ქ. ჯვარის მოსახლეობის კოლექტიური წერილის საფუძველზე სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჩატარდა მდინარე ენგურის კაშხლის მიმდებარე ტერიტორიის, ქალაქის ქუჩებისა და შენობა-ნაგებობების რადიაციული მონიტორინგი.
მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინებით, დეტალური გაზომვები ჩატარდა ქ. ჯვარის 4 საბავშვო ბაღში, 4 საჯარო სკოლაში, 1 პროფესიულ კოლეჯში.
ჩატარებული რადიომეტრიით რადიაციული ფონის ანომალია არ გამოვლინდა, გამა გამოსხივების დოზის სიმძლავრე საკვლევ ტერიტორიაზე არ აღემატება ბუნებრივ რადიაციულ ფონს და არ წარმოადგენს საფრთხეს მოსახლეობისა და გარემოსათვის.