ENG GEO

სააგენტოს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსი მონაწილეობას იღებს „ინსტიტუციურ რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის“- სახემლძღვანელოს შექმნაში

16.11.2017


2017 წლის 10-13 ოქტომბერს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შტაბ-ბინაში, ვენაში შედგა საკონსულტაციო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს რადიოაქტოიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ნაბახტიანმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და რუმინეთის ექსპერტები, რომელბმაც ქართველ ექსპერტთან ერთად დაიწყეს მუშაობა ახალ საერთაშორისო ნორმების „ინსტიტუციურ რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობა“ შემცველი სახელმძღვანელოს შექმნაზე.  სახელმძღვანელოში დეტალურად იქნება განხილული ინსტიტუციურ რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობა და მოყვანილი იქნება შესაბამისი მაგალითები.
შეხვედრაზე განხილული იყო სახელმძღვანელოს შინაარსი და ჩამოყალიბდა მისი სტრუქტურა. შემუშავებული იქნა სახელმძღვანელოს თავდაპირველი სამუშაო ვარიანტი, რომელიც განხილული იქნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანამშრომლებთან. მუშაობა სახელმძღვანელოს  გრძელდება.