ENG GEO

განცხადება

29.03.2018


 
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელები  ვალდებული არიან  2018 წლის პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარუდგინონ 2017 წლის ანგარიში სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება იმ ორგანიზაციებზე, რომელთაც ლიცენზია მიღებული აქვთ 2017 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ.
ანგარიშის წარდგენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ბიზნეს პორტალის საშუალებით, შემდეგი ბმულიდან: www.my.gov.ge
 
ანგარიშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 592-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გათვალისწინებულია 200 ლარიანი ჯარიმა.