ENG GEO

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რიგით 62-ე გენერალური კონფერენცია

26.09.2018



სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა მონაწილეობა მიიღო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) რიგით 62-ე გენერალურ კონფერენციაში, რომელიც მიმდინარე წლის 17-21 სექტემბერს გაიმართა ქ. ვენაში.
გენერალური კონფერენციის ფარგლებში მონაწილე სახელმწიფოებმა მოხსენებით მიმართეს აესს-ის წევრ სახელმწიფოებისა თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის/კავშირის წარმომადგენლებს. საქართველოს მოხსენება, რომელშიც მოცემულია უკანასკნელ წლებში ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები, მიღწევები და ძირითადი პრიორიტეტები გავრცელდა წარმოდგენილ დელეგაციებს შორის (იხილეთ მოხსენება ინგლისულ ენაზე დანართის სახით).  
ვასილ გედევანიშვილმა, ასევე, გამართა ორმხრივი შეხვედრები აესს-ის მაღალი თანამდებობის პირებთან და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან. მხარეების მიერ განხილული იქნა ბირთვული უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე, ტექნიკური თანამშრომლობისა და რადიაციული უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. მათ შორის, აღსანიშნავია შეხვედრა აესს-ის ტექნიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის ევროპის განყოფილების დირექტორთან, ანა რაფფო-კაიადოსთან. შეხვედრაზე აესს-ის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ვასილ გედევანიშვილს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და წარმოუდგენლად მოკლე პერიოდში აღებული ყველა საერთაშორისო ვალდებულების შესრულებისათვის.
ქართული მხრიდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა, ასევე, მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის, ახალი საფრთხეებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს მრჩეველმა, თამარ ქარსელაძემ და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ეუთო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსმა მრჩეველმა, ნესტან ბეჟანიშვილმა.
გენერალური კონფერენციის ფარგლებში მიღებული იქნა რეზოლუციები ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით.

დანართი