ENG GEO

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორკვირიანი მისია საქართველოში დასრულდა

28.02.2018


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორკვირიანი მისია საქართველოში დასრულდა.
მისია დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებით და მიზნად ისახავდა საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი სისტემის შესწავლას და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას.
მისიის შემაჯამებელი შეხვედრა სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთოხების სააგენტოში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ექსპერტების ჯგუფის ლიდერმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია მისიის მიმდინარეობის, ანგარიშისა და საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების შესახებ. ჯგუფის ლიდერმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თანამშრომლობისა და ღიაობისთვის.
მისიის შემაჯამებელ სხდომას, ასევე ესწრებოდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რადიაციული ტრანსპორტისა და ნარჩენების უსაფრთხოების განყოფილების დირექტორი პეტერ ნოელ ჯონსტონი, რომელმაც მადლობა გადაუხადა სააგენტოს მისიის მასპინძლობისთვის.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა მომავალი თანამშრომლობისთვის და მადლობა გადაუხადა მისიის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის.