ENG GEO

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 61-ე გენერალური კონფერენცია

22.09.2017


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ სიტყვით მიმართა მსოფლიოს 160-ზე მეტი სახელმწიფოს დელეგატს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 61-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში, ქ. ვენაში, ავსტრიის რესპუბლიკა. მაია ბითაძემ ისაუბრა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, წინგადადგმულ ნაბიჯებზე, მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზე.
სახელმწიფოთა დელეგატებმა სააგენტოს გენერალურ დირექტორად მესამე ვადით სააგენტოს მოქმედი გენერალური დირექტორი იუკია ამანო აირჩიეს. იუკია ამანომ კონფერენციაზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან სახელმწიფოთა წარმომადგენლებს მისცა პირობა, რომ, მისი გენერალური დირექტორობის განმავლობაში, სააგენტო, სახელმწიფოთა საჭიროებების გათვალისწინებით, გააგრძელებს მაღალი დონის პროგრამების შემუშავებასა და იმპლემენტაციას, რათა რეალიზდეს საერთო მიზანი - ატომური ენერგია მშვიდობისა და განვითარებისათვის.