ENG GEO

​სააგენტოს უფროსის მოადგილის სამეცნიერო ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში

19.12.2018


2018 წლის 26-30 ნოემბერს, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მოადგილე ხატია ჯიქურიძე სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდა ლიტვის რესპუბლიკის რადიაციული დაცვის ცენტრში.
ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო ლიტვის რესპუბლიკის რადიაციული დაცვის ინფრასტრუქტურის, რადიაციული დაცვის ცენტრის უფლებამოსილებების, საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო გეგმის შესახებ ინფორმაციის მიღება. გარდა ამისა, სააგენტოს უფროსის მოადგილე გაეცნო ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობასთან კომუნიკაციის წესსა და პრაქტიკას, ასევე, იმ ტექნიკურ აღჭურვილობას, რომლებსაც შესაბამისი უწყებები იყენებენ ამგვარი ტიპის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისას.
სამეცნიერო ვიზიტის ფარგლებში ხატია ჯიქურიძემ, ასევე, გამართა ტექნიკური ხასიათის შეხვედრები ლიტვის რესპუბლიკის ბირთვული ენერგიის უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექტორატისა და სამაშველო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.