ENG GEO

12.03.2021
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან  2021 წლის პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარუდგინონ 2020 წლის ანგარიში სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ. 

04.12.2020
2020 წლის 26 ნოემბერს, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) გენერალური დირექტორის მოადგილემ და ტექნიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა დაჟუ იანგმა ხელი მოაწერეს საქართველოს ჩარჩო პროგრამას 2020-2025 წლებისთვის.

03.12.2020
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი უკრაინის  სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის პროექტის „ბირთვული ავარიის შემთხვევაში საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (ANRS) მზადყოფნის გაძლიერება: მობილური ლაბორატორიის მოწოდება - G 4.01/19B“ ფარგლებში საქართველოს რადიაციულმა მარეგულირებელმა ორგანომ სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ მიიღო მობილური ლაბორატორია, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება ბირთვული ან/და რადიაციული ღრუბელის, დაბინძურებული აირის ფრონტის ზემოქმედების შედეგების განსასაზღვრად.

18.09.2020
ახალი კორონა ვირუსის (COVID - 19) გავრცელების პრევენციის მიზნით ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. ოფისში დროებით შეჩერებულია ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მქონე/მაძიებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები.

 
 |<  < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10  >  >|